|
2024-08-15 15:46:53, 434 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, გაზრდილია რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები
ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ბოლო სამ წელში 456 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ “საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ინვესტიციების კუთხით საკმაოდ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ქვეყანაში 2.2 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ასევე ხაზგასასმელია 2023 წლის მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, ინვესტიციების მოცულობა 1.9 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. “აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, ასევე 15 პროცენტით არის გაზრდილი რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე",- განაცხადა ცინცაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ციფრებში. “ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ გაგრძელდება ქვეყანაში კერძო ინვესტიციების აქტიური შემოდინება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქის შემოსავლების ზრდაზე",- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)