|
2024-08-14 10:47:06, 465 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცლებს. დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი. ელექტროშოკურ მოწყობილობებს იყენებდნენ მოქალაქეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშარში, მდინარე რიონზე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის მიმდებარედ მდინარე მტკვრის კალაპოტში უკანონო თევზჭერისას. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალზე კი, სამართალდამრღვევმა დაახლოებით 1 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი აკრძალული საშუალების - ე.წ. ფაცერის გამოყენებით მოიპოვა. “ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდინარე წყალწითელაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარეებზე - გუბისწყალსა და რიონზე, მცხეთა-ნარეკვავის მიმდებარედ, მდინარე არაგვზე, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი და გასაშლელი ტიპის ბადეებით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი აღკვეთეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2024 წლის იანვარ-ივლისში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 494 ფაქტი აღკვეთეს, მათ შორის, 206 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ვრცლად იხილეთ ბმული: https://des.gov.ge/Ge/News/Details/13908
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)