22:21 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 15:46:05, 385 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სენატორების ვიზიტზე - მეგობრობა და თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი, არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას

ვფიქრობ, აღნიშნული ურთიერთობები დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მედიასთან სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რიგი სენატორების მხრიდან აქამდე გაკეთებული განცხადებები “სიცრუის კამპანიის“ ნაწილია.

“განცხადებების დონეზე რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა “გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ - იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

“პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics