|
2024-08-07 17:36:27, 432 ნახვა
საზოგადოება
ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი. "ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან და მის კლინიკურ ბაზებთან სამი მიმართულებით ვიწყებთ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბაღების შესაბამისი პროფილის პერსონალის გადამზადებას, ასევე, სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პერსონალისა და აღსაზრდელებისთვის, როგორც ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტში სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა აბულაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას. გარდა ამისა, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსი ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)