09:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 17:29:33, 505 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ოკუპაცია დავიწყებული არაა - ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ

ოკუპაცია დავიწყებული არაა! ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, "საქართველო დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას მტკიცედ აღუდგება".

"აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მოგონებას ატარებს. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან. ოკუპაცია დავიწყებული არაა! ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას.

საქართველო მტკიცედ დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას",- წერს ზურაბიშვილი X-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერგნეთში, 2008 წლის აგვისტოს მუზეუმშიც იმყოფებოდა.

როგორც ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სოფელი მთლიანად "უცხო აგენტების" ფულითაა აღდგენილი.

"ესაა მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება.  ეს არ არის, მე კიდევ  ერთხელ ვიტყვი ამას, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, ეს არ არის მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს.

არა იმისთვის, რომ რაღაც ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიების დაბრუნება და უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობის იქ და აქ, იწყება აქ. იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამაიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვბრობენ.

მე მაინტერსებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში, რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ერისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან მაგალითად, მარტივი რამ - ტრანსპორტი დაინიშნოს.

ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი და კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება რომ არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილი არის "უცხო აგენტების" ფულით, მადლობა მათ",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics