17:24 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 14:41:33, 763 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა სცადა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა, დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ განაცხადა.

მედიის ცნობით, კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინულ ჯარებს საზღვრის "გარღვევის" საშუალება არ მისცეს. 

როგორც მედია წერს, პარალელურად, რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გარღვევა უკრაინელებმა რამდენიმე ჯავშანმანქანით შეძლეს.

"რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯის რაიონში მდებარე დასახლებული პუნქტისკენ - გონჩაროვკისკენ მიემართებოდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ცნობა ბელგოროდის ოლქში საზღვრის გარღვევის მცდელობებზეც",- წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ქვეყნის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრიი კოვალენკომ კი აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო ლიდერები "იტყუებიან", როდესაც აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში ვითარებას აკონტროლებენ. 

"რუსეთი არ აკონტროლებს საზღვარს",- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ქალაქ სუჯას დაბომბვის შესახებ ცნობები გავრცელდა. თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სუჯაში იერიშს მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics