|
2024-08-05 11:26:48, 536 ნახვა
სამართალი
სატყეო სააგენტო - მიმდინარე წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია - ქვემო ქართლის, 2 - ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 - გურიისა და 5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102 874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. "ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების 1 ფაქტი კახეთში გამოავლინეს. შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 15 კუბური მეტრი სამასალე მერქანი "საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 481 ფაქტია გამოვლენილი; "საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 458,784 კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)