|
2024-08-04 18:00:57, 598 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ქალაქ ჰოლონში გამვლელებზე დანით თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ცენტრალური ისრაელის ქალაქ ჰოლონში გამვლელებზე დანით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, 34 წლის ამარ ოდე - დასავლეთ სანაპიროს ქალაქ სალფიტის მკვიდრი - ისრაელის მოქალაქეებს მოშე დაიანისა და დენ შომრონის ქუჩებზე, 3 სხვადასხვა ადგილას დაესხა თავს. როგორც პოლიცია იტყობინება, პალესტინელს შემთხვევის ადგილზე მისულმა ოფიცერმა ესროლა. საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაში შამირის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება ცოტა ხნის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება დაღუპულებსა და დაშავებულებს, The Jerusalem Post-ის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული ჰოლონის მცხოვრები 66 წლის ქალი - რინა დანივია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. "მეორე მოკლული 80 წლამდე მამაკაცია. მძიმედ დაშავებულია დანივის ქმარი, 69 წლის შიმონი. გარდა ამისა, თავდასხმის დროს 26 წლის მამაკაციც დაიჭრა, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა", - წერს The Jerusalem Post-ი. პოლიციის ინფორმაციით, ამარ ოდეს ისრაელში შესვლის ნებართვა არ ჰქონია. პოლიციამ ასევე დასძინა, რომ თავდასხმაში შესაძლო დამატებითი ეჭვმიტანილების გამოსავლენად ტერიტორიის შემოწმება მიმდინარეობს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)