|
2024-08-04 11:35:25, 634 ნახვა
სამართალი
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - უთხრეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში. სადიგოვის ინტერესებს "უფლებები საქართველო" იცავს. "არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც სადიგოვს ბრალს სდებს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის მიმართ ჩადენილ მუქარასა და გამოძალვაში. საქართველოს პროკურატურა სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)