|
2024-08-03 11:15:05, 439 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისმა მიიღო დელეგატთა საჭირო ხმები, რათა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა, რათა გამხდარიყო დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი. ამის შესახებ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (პარტიის მმართველი ორგანო) თავმჯდომარემ ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა. ჰარისის კანდიდატურის კენჭისყრა ხუთშაბათს, 1 აგვისტოს დაიწყო, ჰარისის სახელი იყო ერთადერთი სახელი ბიულეტენში. კენჭისყრა ჩატარდა ონლაინ და მასში დაახლოებით 4700 დელეგატი მონაწილეობდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ჰარისის კანდიდატურას მხარი 3923 დელეგატმა დაუჭირა. ამგვარად, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ნომინაციისთვის საჭირო 300 ხელმოწერა. პროცედურის მიხედვით, კენჭისყრა მომავალ კვირას დაიხურება, რის შემდეგაც ჰარისი ოფიციალურად მიიღებს ნომინაციას და შეძლებს დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი. ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეთიშა არჩევნებს. მან მხარი დაუჭირა ჰარისის კანდიდატურას.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)