|
2024-08-03 09:53:32, 457 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ქართულ ოცნებას დებატებში იწვევს
ოპოზიცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის იწვევს. ხელისუფლების ოპონენტები ეთანხმებიან ნებისმიერ ფორმატს და ნებისმიერ გადაცემას. „ქართულ ოცნებას ერთი წელია არ გაუმართავს პირდაპირი დებატები ღია ტელევიზიით, რადგან ეშინიათ, ვერ ბედავენ ამის გაკეთებას, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს, ახლოვდება არჩევნები. 3 თვე დარჩა, გამოდით და დაჯექით ეთერში ოპოზიციურ პარტიებთან დებატებში, რადგან ეს არის დემოკრატია“, - განაცხადა ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა. იგივე მოწოდება მმართველ პარტიას „აღმაშენებლის სტრატეგიის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმართა. „დებატები დემოკრატიისა და კულტურის ნაწილია. მეორეც, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რადგან სათქმელი არაფერი აქვს... მოდით, პირდაპირ დებატებში ვესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ ყველა ის პროცესი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. თუ ცალმხრივად იტყუები, თვალებში ჩამხედე, თვალებში ჩავხედოთ და ვიკამათოთ“. „ეს პატარა მშიშარა ბიჭები ვერ იკრებენ გამბედაობას, რადგან გამბედაობაა საჭირო იმისათვის, რომ გამოხვიდე შენი თბილი ტელესტუდიიდან და რეალურად იჯდე საჯარო ადგილას, სადაც არ დაგისვამენ წინასწარ დაყენებულ კითხვებს, არამედ ექნება საჯარო დებატები. დაველოდოთ, სხვათა შორის, საინტერესო იქნება, როგორ წარუდგენს თავს ქართული ოცნება ამომრჩეველს. ვინ იქნება მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინ იქნება ნომერ პირველი, იქნებ მერე მოიკრიბონ გამბედაობა და მერე მაინც მიიღონ მონაწილეობა ოპონენტებთან დებატებში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)