|
2024-08-02 11:32:24, 616 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება ნატოს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება ნატოს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “მივესალმები მოკავშირეთა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და რუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ნატოს მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ეს მიღწევა შესაძლებელი გახადა. მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის“,- წერს ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)