04:23 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 09:40:41, 512 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო, თურქეთში 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

"ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო, თურქეთში 2 აგვისტო გლოვის დღედ  გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ერდოღანი წერს, რომ პალესტინელ ხალხს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

"იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა პალესტინური საქმის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი პალესტინელი ძმებისადმი, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა "ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო“,- დაწერა ერდოღანმა.

ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს.

"გულმოწყალებით ვიხსენებ ისმაილ ჰანიეს და ყველა პალესტინელ მოწამეს და ვუსამძიმრებ პალესტინელ ხალხს ჩემი და ჩემი ერის სახელით”, - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics