01:39 - 08 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 16:32:52, 372 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, მოიძიოს ინფორმაცია და ორგანიზაციები რეესტრში თავად დაარეგისტრიროს

ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს უფლება და ვალდებულება აქვს, მოიძიოს ინფორმაცია, ეს საჯარო წყაროებიდან იქნება, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ორგანიზაციები რეესტრში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

წილოსანის თქმით, სახელმწიფოსთან ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს.

"გაიფილტრებიან ორგანიზაციები დარეგისტრირებისას ან არდარეგისტრირებისას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ ქვეყანას, ხალხს და კანონს და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდონ, მაშინ როცა საკუთარ დამფინანსებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. ამ კანონის იდეამ გაამართლა. ტალღის აგორება ჩაუვარდათ, როგორც კოვზი ნაცარში და ეს ადასტურებს, რომ ადამიანების მცირე ნაწილის გარდა, მათ ვერავინ მიიმხრეს. წარმოუდგენელი და საზიზღარი ეპიტეთები იყო. რუსული აგენტურა იმ ადამიანების მიმართ უნდა მიემართოს, ვინც ამ ტერმინებს იყენებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხო არ არის, რომ კანონს დაემალონ, გაუმჭვირვალე იყვნენ და ფინანსები ჩრდილში ჰქონდეთ. ორგანიზაციები იქნებიან, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება და საზოგადოება ნახავს, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც კანონი უნდა აღსრულდეს. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს უფლება და ვალდებულება აქვს, მოიძიოს ინფორმაცია, ეს საჯარო წყაროებიდან იქნება, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში.

ერთი ამბავი იყო ატეხილი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე უნდა ითანამშრომლონ თუ არა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ "ენჯეოების“ დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩრდილში დარჩნენ და თავიანთი საქმეები მალულად აკეთონ“,- ამბობს წილოსანი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში შევიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - ამერიკელი ხალხი ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
პესკოვი - უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება - თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ იქნება მიმართული ეს უკეთესი იქნება
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 18 ადამიანი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ახლა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics