|
2024-08-01 09:50:27, 385 ნახვა
მსოფლიო
NYT - აიათოლა ალი ხამენეიმ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხამენეიმ ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასცა, მიზეზად კი “ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა. "ჩვენ ვხედავთ შურისძიების საჭიროებას. ეს ჩვენი მოვალეობაა, რადგან ისრაელმა შექმნა საფუძველი "მკაცრი სასჯელის" მისაღებად",- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. მომხდარს ასევე გამოეხმაურნენ ირანის ოფიციალური პირები. ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გვარდიისა და გაეროში ირანის მისიის განცხადებებში ღიად ამბობენ, რომ "ირანი სამაგიეროს გადაუხდის ისრაელს. მას აქვს უფლება, დაიცვას თავი და საკუთარი სუვერენიტეტი". “ირანელი სამხედრო მეთაურები განიხილავენ უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების სხვა კომბინირებულ თავდასხმას თელ-ავივისა და ჰაიფას მახლობლად სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ მიზნად ისახავენ თავი აარიდონ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას“-, აღნიშნულია ირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებაში, როგორც ამას The New York Times იტყობინება. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ივლისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს
ბიძინა ივანიშვილს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების სურს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოფიციალურად შეაჩერა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები.
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)