16:34 - 18 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 17:07:08, 415 ნახვა

ეკონომიკა
ყველაფერი ბიზნესისთვის - ფინანსური მხარდაჭერის მრავლფეროვნება და მარტივი პროცესები „თიბისიში“

"თიბისიში" ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს კომპანია. დღეს გაგაცნობთ მრავალფეროვან სასესხო პროდუქტებს, რომელსაც "თიბისი" მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს სთავაზობს.

"თიბისის" არსენალშია ბიზნესზე მორგებული სესხების სხვადასხვა ვარიანტი. საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვადასხვა საჭიროების მხარდასაჭერად.

“საკმარისია ხედავდე იდეას” - ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომლის მომგებიან ბიზნესად გადასაქცევად ფინანსური რესურსია საჭირო, "თიბისი" სტარტაპ სესხს გთავაზობთ, რომელიც გაიცემა სტარტაპებისთვის და არ მოითხოვება ქონებრივი უზრუნველყოფა, თანამონაწილეობა და გამოცდილება.

მთავარი კრიტერიუმი სესხის მისაღებად არის იდეა. "თიბისიმ" ინვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსება ერთი წლის წინ დაიწო და პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 18 სტარტაპი და ჯამში 2.5 მილიონ ლარამდეა გაცემული. "თიბისი" პირველი იყო, რომელმაც საქართველოში სტარტაპ ბიზნესის დაფინანსება დაიწყო.

"თიბისიში" ბიზნესებისთვის  ყველა საჭირო პროდუქტია დანერგილი - ბიზნეს/აგრო სესხი, საკრედიტო ხაზი, ბიზნეს განვადება, ბიზნეს ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია, აკრედიტივი, ამ პროდუქტებთან ერთად ხელმისაწვდომია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სესხები - აწარმოე საქართველოში და შეღავათიანი აგრო-კრედიტი. 

ბიზნეს/აგრო სესხი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ბიზნეს მიზნობრიობით, ისევე როგორც სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნობრიობით.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი სესხის მისაღებად?

სესხის დამტკიცების პროცესში პირველ რიგში ყურადღება ექცევა რამდენად სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებულია ბიზნესი.   ვაფასებთ  პროექტის რისკიანობას, ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს მივცეთ რჩევები და გავუზიაროთ რომელ სექტორში, რა მოცულობით იქნება ინვესტიციების განხორცილება უმჯობესი მისი ბიზნესისთვის.

ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები

"თიბისიში" დანერგილია ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები. კლიენტებს შეუძლიათ  დისტანციური მომსახურებით, ბანკში მისვლის გარეშე აიღონ სესხი. ამ შემთხვევაში ყველა საჭირო დასტური და ხელმოწერა დისტანციურად კეთდება. 

ამასთან ერთად "თიბისიმ" ბიზნესისთვის დანერგა ვიდეო ვიზიტების პროცესი. თუკი სტანდარტული დაკრედიტების შემთხვევაში სავალდებულოა, ექსპერტმა ადგილზე შეამოწმოს ობიექტი და ასე გააკეთოს მისი ფინანსური ანალიზი, ვიდეო ვიზიტების პროცესი გულისხმობს ობიექტის დათვალიერებას ვიდეო ზარით, რაც ნაკლებ დროსა და რესურს მოითხოვს და ამარტივებს სესხის აღების პროცესს. 

კიდევ ერთი სიახლე პროცესის გასამარტივებლად Signify-ით (ელექტრონული ხელმოწერა) დაკონტრაქტებას შეეხება. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს აქვს Signify-ს მოწყობილობა, მას შეუძლია  მაგალითად იპოთეკის ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით სახლიდან გაუსვლელად დაადასტუროს.

მომხმარებლეთა ცხოვრების გამარტივების მიზნით მხოლოდ "თიბისიში" დაინერგა რამდენიმე პროცესი, მაგალითად, არაუზრუნველყოფილი სესხი 250 000 ლარამდე, 200 000 ლარამდე სესხი ერთ დღეში და სხვ.

"თიბისი" აქტიურად მუშაობს, რომ გააჩინოს შესაძლებლობა ციფრულ არხებში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების ათვისებაზე, რასაც ძალიან მალე შესთავაზებს ბიზნესს. ერთი სიტყვით, ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად "თიბისიში" ყველაფერია ბიზნესისათვის.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დეკანოიძე - ივანიშვილის დავალება თურნავას მიმართ, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის
საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს გორში, თბილისსა და მცხეთაში სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს
დანიგანი - მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს ან ქართველ ხალხს არ ეხმარება
ქვრივიშვილი - British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics