|
2024-07-31 15:46:59, 560 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ნაცვლად იმისა, კობახიძე ინაუგურაციებს აშშ-ის თუ ევროპის კავშირის ქვეყნებში ესწრებოდეს, ვიზიტებს ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან მართავს
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპის კავშირის ქვეყნებში ინაუგურაციებს ესწრებოდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან ხდება, რომელსაც აშშ ბოროტების ღერძის შემადგენლებად განიხილავს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ათასობით დრონს ყიდის ირანი რუსეთზე იმისთვის, რომ დაიბომბოს უკრაინული ქალაქები და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განხორციელდეს. “გარდა იმისა, რომ ღია, საჯარო ვიზიტებით სტუმრობს კობახიძე ჩინეთსა და ირანს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დახურული არხებით პირდაპირი კომუნიკაცია პუტინის რუსეთთან და მათ შორის, ბუნებრივია, აღნიშნული შეიძლება ხდებოდეს ისეთი ავტოკრატიული სახელმწიფოების ტერიტორიაზე და მათი მეშვეობით, როგორიც არის ირანი. თავისთავად ის, რომ ნაცვლად იმისა, საქართველოს პრემიერი სტუმრობდეს ინაუგურაციებს აშშ-ის თუ ევროპის კავშირის ქვეყნებში, ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება ხდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომელსაც აშშ განიხილავს ბოროტების ღერძის შემადგენლებად, რომლებიც მათ შორის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აფინანსებენ და ხელს უწყობენ. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით დრონს ყიდის ირანი რუსეთზე იმისთვის, რომ დაიბომბოს უკრაინული ქალაქები და თავს დაესხან მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ, როდესაც აშშ ჩინეთს მოიხსენიებს, როგორც მთავარ ფინანსურ აქტორს რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსებისთვის უკრაინის წინააღმდეგ. ასე მოიხსენიებენ, როგორც ბოროტების ღერძი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით იდგას თავისუფალ სამყაროსთან ამ ცივილიზაციურ ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გამარჯვებული იქნება უკრაინა დემოკრატიული სამყარო და თავისუფალი სამყარო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ღიად ივანიშვილი დგება არა თავისუფალი სამაყროს გვერდით, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, რომელსაც ამერიკა ბოროტების ღერძის აქტორებად განიხილავს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)