10:36 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 14:42:07, 404 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს.

ქართველო სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

"გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, რომ ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერცხლის მედალი ავიღეთ. ვულოცავ ტატოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ყველა სხვა სპორტსმენსაც. დღეს ჩვენი პარასპორტსმენები გავაცილეთ. გვინდა, მათაც წარმატებები ვუსურვოთ ოლიმპიადაზე“, - განცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics