|
2024-07-30 22:49:24, 548 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატი საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს
საქართველოში არსებულ ვითარებასა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს 30 ივლისს აშშ-ის სენატში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. დისკუსია თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყო. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, აშშ-ში საქართველოს საკითხის განხილვა არის გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ პარტნიორები რჩებიან ქართველი ხალხის მხარეს. „აშშ-სთვის საქართველო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ღირებული სახელმწიფოა, რომლის მიცემასაც არ აპირებენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის, აპირებენ საქართველოს მოქალაქეებს გამუდმებით უთხრან, რომ ჩვენთან იქნებიან, რომ მარტო არ არიან. , რჩება მხოლოდ აქტიური ბრძოლა არჩევნებში შესაბამისი შედეგის დასამკვიდრებლად, რაც ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს“, - განაცხადა ლელოს წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ. ერთიანობის ლიდერისა და აღმაშენებლის სტრატეგიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, სენატში განხილვა აჩვენებს, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობით. „ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ხედავენ ქართველი ხალხის ნებას, ისინი მხარს გვიჭერენ და ეს დისკუსია, უპირველეს ყოვლისა, ეძღვნება ქართველ ხალხს, იმ ფაქტს, რომ ირგვლივ ბევრი კარგი რამ არის, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიტანოთ. საქართველო ამერიკასთან ერთად და როგორ არის აქცენტი „ოცნების“ დაპირისპირებაზე“, - განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, დღეს ხაზგასმული იქნება, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ პარტნიორებთან ურთიერთობა უახლოეს მომავალში მოგვარდება, რეალობას არ შეესაბამება, დარწმუნებულია „ერთიანობის“ ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. „კონგრესი და სენატის მთავარი შინაარსი და მიზანია, აუხსნას ქართველ ხალხს და გაგვაგებინოს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს დასავლეთთან პარტნიორობაზე, 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაშინ ეს ყველაფერი ტყუილია. სიტუაცია ასეთია: სანამ ხელისუფლებაში არიან, არც ამერიკასთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით, არც ევროინტეგრაციის კუთხით, პროგრესი არ არის და არც იქნება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)