14:59 - 19 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 17:49:54, 400 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ბრძოლა გარდაუვალია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, ამის მიუხედავად, შეშფოთებულია ესკალაციის შესაძლებლობით.

როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, ვაშინგტონს სურს, რომ საკითხები დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიხილეთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბურ ბრძოლაში, მე არ მჯერა, რომ ეს ბრძოლა გარდაუვალია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ",- აცხადებს ლოიდ ოსტინი.

შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. 

გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე - უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით
ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატების სერვისი კავკასიის რეგიონში მხოლოდ “თეგეტა მოტორსშია“ ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics