|
2024-07-29 17:05:16, 367 ნახვა
საზოგადოება
სექტემბრიდან საქართველოს ავიაბაზარზე მეორე ჩინური ავიაკომპანია - AIR CHINA შემოდის
15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით იფრენს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. AIR CHINA-ს წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულ მხარესთან შეხვედრებს მართავენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე ავიაკომპანიის წარმომადენლებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები AIR CHINA-თან, რომ ურუმჩის გარდა ჩინეთის სხვა მიმართულებებითაც დაიწყოს საქართველოში ოპერირება. “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ბაზარზე ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდი, როგორიცაა AIR CHINA. მათ 905 ხომალდი ჰყავთ ფლოტში, როგორც BOENG-ის, ისე AIRBUS ტიპის ხომალდები. ეს არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო CHINA SOUTHERN AIRLINES-მა. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი და არაპირდაირი მგზავრთნაკადის ოდენობამ 45 ათასი მგზავრი შეადგინა. რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი რეკორდული იქნება“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, Air China-ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს, ასევე სანავიგაციო კოშკურა. Star Alliance-ის წევრი, 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)