|
2024-07-29 15:01:13, 528 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, 7-28 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სარფი" და “წითელი ხიდი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 2 900 ევრო, 59 407 აშშ დოლარი და 7 265 700 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 655 597 94 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეეები, სანქციის სახით, ჯამში - 65 560 16 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)