2024-07-29 14:26:38, 271 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დასავლურ დახმარებაზე - ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნების დახმარებაზე
![]() ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და ქვეყნებზე, რომელიც დაასახელეთ,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებაზე. მისი თქმით, "სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები". “მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი მთავრობა, რომელიც არის პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული და იცავს ქვეყნის ინტერესს, არ მოაკლებს არაფერს. ბევრი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა არსებობს გამოწვევები და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში. შედარება არის მარტივი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ყველა მიმართულებით და რა ვითარება გვაქვს დღეს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის არგუმენტი და საბაბი არ არსებობს. “არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმემ შეწყვიტოს ფინანსების გაცემა, სესხის გაცემა, იმიტომ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და მიღწევები, გვაქვს მიღებული შედეგები. შესაბამისად, არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეჩერდეს სესხები. თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც - საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება“,- აღნიშნა კალაძემ.
მამუკა მდინარაძე - უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით
ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატების სერვისი კავკასიის რეგიონში მხოლოდ “თეგეტა მოტორსშია“ ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ტრამპი, როგორც პუტინის მეგობარი - ცდილობს თუ არა, ვაშინგტონი და მოსკოვი ომის დასრულების საბაბით კიევში ხელისუფლების შეცვლას
![]() ქვეყანა, სადაც ოცნებები ტრაგედიად იქცა
ომი უკრაინაში![]() „პოლიტიკო“ - ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს
![]() კიტ კელოგი - ჩემი მისიის ნაწილია ზელენსკის მოსმენა, მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა, გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დელიბორ როჰაჩი - საქართველოს ახლანდელი მთავრობით არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს
დღის თემა
|