|
2024-07-29 14:05:22, 419 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის „ბუტკაში“ ქართველი ხალხი აღარ ეტევა
მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მონობას არასდროს შეეგუება. "მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზემოსული და ამას ისე ბუტკაში ვერ შეაკავებ. ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის, ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად, ასობითათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები... ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება მონობას. ოლიგარქს ძალიან ეშინია. დააკვირდით, როგორი დამფრთხალი თვალები აქვს მას და მის ჯგუფს. მათ გეგმა დაწყობილი აქვთ. ყველამ ყველაფერი იცის. ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ... კარგად მომისმინოს ივანიშვილმა - ჩვენ არაფერ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული. ქართველი ხალხი იმარჯვებს",- განაცხადა სააკაშვილმა.
ტრამპმა ირანზე თავდასხმების „20-ჯერ“ გაზრდით დაიმუქრა, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას გააგრძელებს.
WSJ: ტრამპი მზადაა, მხარი დაუჭიროს ირანის ახალი ლიდერის მკვლელობას
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არმავირში ნავთობის საწყობს შეუტიეს
ხარკოვში რუსებმა მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს: 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)