|
2024-07-29 13:52:40, 438 ნახვა
მსოფლიო
სიკორსკი - უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება - მისი პოზიცია ყველას აღიზიანებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება და მისი პოზიცია სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებს. როგორც სიკორსკიმ Visegrad Insight-თან ინტერვიუში თქვა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე უნგრეთს თავისი პოზიციის გამო წევრი ქვეყნებისგან მხარდაჭერა არ მიუღია. “უნგრელები იზოლირებულად გამოიყურებიან, როდესაც ევროპასთან ნავთობის მიწოდების საკითხზე სოლიდარობას ითხოვენ. ისინი ვერ იღებენ ამ სოლიდარობას, რადგან ძნელია მეგობრების შეძენა, როცა ეგოიზმით ხარ განმსჭვალული“,- განაცხადა სიკორსკიმ. სიკორსკიმ გაიხსენა ის, რომ ევროკავშირის საბჭოს ბოლო სხდომაზე მსჯელობა იყო იმაზე, უნგრეთის პრეზიდენტობის დროს, თუ სად უნდა ჩატარდეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, ბუდაპეშტსა თუ ბრიუსელში. “კომპრომისად მე შევთავაზე მისი ჩატარება უკრაინაში - ან ლვოვში, ან თუნდაც მუკაჩევოში, რასაც თავდაპირველად ენთუზიაზმით შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეგახსენებთ, რომ პრეცედენტი უკვე შეიქმნა - ორი წლის წინ საბჭოს ეს სხდომა კიევში გაიმართა. თუმცა, ჩვენი შეხვედრის დროს უნგრეთის მინისტრმა, როგორც ჩანს, სხვა ინსტრუქციები მიიღო დედაქალაქიდან და საბოლოოდ იძულებული გახდა, ამ წინადადებისთვის ვეტო დაედო “,- განაცხადა სიკორსკიმ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)