|
2024-07-26 11:32:43, 370 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას “ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალების, თემატური გამოფენების, კონკურსების, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. “პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს უფრო მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 22 ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, უკვე გაიმართა სხვადასხვა სახის 6 ღონისძიება. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ბიუჯეტს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენების, კონკურსების, ტურებისა და ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)