05:03 - 08 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 12:16:00, 267 ნახვა

საზოგადოება
აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. 

"ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოვლენილი ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე: წიფლის სახეობის 18 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსს შეხვდა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო
მედია - ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
Reuters - ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics