|
2024-07-25 09:59:37, 436 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე EU-ზე - არ შეიძლება, ქართველ ხალხს მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა
თუ დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ, ეს არის მოლაპარაკებების გახსნა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს არ შეიძლება, უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. „ზუსტად ისევე დალაგდება ყველაფერი, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. მაშინაც იყო უამრავი უსამართლობა, ძალიან უხეში განცხადებები. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 3 სხვადასხვა უსამართლო რეზოლუცია დაამტკიცა, საუბარი იყო კრიმინალების, დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. 400-ზე მეტი ხმით დამტკიცდა ერთ-ერთი რეზოლუცია, მათ შორის. იქაც იყო არანაკლები უსამართლობა, ამაზე ნაკლები არაფერი ხდებოდა, რაც მოვისმინეთ გუშინ კონგრესში და სენატში, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ აჩვენებ ღირსეულ პოზიციას, ყოველთვის მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს გამოჩნდა, მათ შორის, 2022-2023 წლებში. თუ აქაც დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ - ეს არის მოლაპარაკებების გახსნა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებების გახსნა სავაჭროდაც არ არის მაინცდამაინც ძლიერი ინსტრუმენტი. არა მარტო არსებითი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მოლაპარაკებებს წელს გაგიხსნიან და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი, თუ მომავალ წელს გაგიხსნიან და ისევ 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი. არაფერი იცვლება რეალურად, წელს იქნება თუ გაისად, საბოლოო ჯამში, მაინც ორიენტირი არის განსაზღვრული 2030 წელთან მიმართებით. ეს უკავშირდება როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, ასევე, საქართველოს. ამიტომ, სავაჭრო და შანტაჟის ინსტრუმენტადაც არ ვარგა, როგორც ასეთი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება. ქართველ ხალხს არ შეიძლება, უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)