09:41 - 18 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 21:42:43, 302 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით

რიგ შემთხვევებში კერძო სექტორთან გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური პაციენტები 24 ივლისის შემდეგ, გაცემული რეცეპტების საფუძველზე, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ და ამით მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ.

„სამწუხაროდ, დღეს გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი წამლები კერძო სექტორს შემოაქვს რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ თვალს ვადევნებთ ბაზარზე ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას. რიგ შემთხვევებში კერძო სექტორთან გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად იყოს მართული; ვინმე ამას კომერციული ინტერესების ლობირების ან სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ვალდებულებების წარმოქმნის მიზნით გეგმავდეს და ახორციელებდეს. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ეჭვის მიზეზი მაინც ჩნდება. ჩვენი მიზანი არ არის, კონკურენტად ვექცეთ კერძო სექტორს, მაგრამ თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში რამეს აგვიანებს ან ისე ვერ აკეთებს, როგორც აუცილებელია, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გარკვეული ჩარევა, თუ გნებავთ, ინტერვენცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არგუმენტები, თითქოს კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის პროცესში კერძო სექტორს რამე წინაღობა ექმნება, არც ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ეხება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ დეფიციტი დიდხანს შენარჩუნდება, კერძო სექტორი ამ პრობლემას დროულად ვერ აღმოფხვრის და ვერც რამე კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, რაშიც დახმარება სჭირდება, აღნიშნულ მედიკამენტებს სახელმწიფო თავად შეისყიდის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მძევლების გათავისუფლებისა და დანებებისკენ მოუწოდებს
უმეროვი - ნორვეგია უკრაინას დაპირებულ F-16-ის ტიპის 6 ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics