20:29 - 12 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 12:03:34, 339 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმას, Businesscourse.ge, ახალი კურსი, Ads მენეჯერის გამოყენება დაემატა. კურსს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი უძღვება.

Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს საკუთარი შეთავაზების განთავსება ისეთ ციფრულ არხებში შეუძლიათ, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია "საქართველოს ბანკის" მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. 

აღნიშნული ბიზნესკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა. კურსის  დახმარებით გაიცნობთ Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალს, გაიგებთ, თუ როგორ შექმნათ − ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის სხვადასხვა შეთავაზება 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად ციფრულად და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი დაგეგმვისას.

„საქართველოს ბანკის" Ads მენეჯერი ბიზნესებს ახალი მომხმარებლების შეძენაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და რელევანტურობის შენარჩუნებაში განსაკუთრებულ დახმარებას უწევს. Businesscourse.ge კი ბიზნესზე ორიენტირებული ქართულენოვანი საგანმანათლებლო ვებგვერდია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ კვალიფიციურ კურსებსა და მასტერკლასებს ერთიანებს. ორივე პლატფორმა გამოხატავს "საქართველოს ბანკის" ძალისხმევას, შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და მიაწოდოს მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე Businesscourse.ge უკვე ხელმისაწვდომია 50-მდე კურსი და მასტერკლასი ფინანსების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. იპოვეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ამ ბმულიდან.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი-17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ხელოვნური დაპირისპირებაა
უკრაინის შეიარაღებული ძალები გერმანიისგან დაფინანსებულ შორი მოქმედების რაკეტებს ივლისის ბოლომდე მიიღებს
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი