07:19 - 03 Oct, 2026
|
2024-07-23 11:34:38, 473 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში, ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კევინ მუნოსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე პარტიის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული შემოწირულობები, ყველაზე დიდი რაოდენობაა. ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა აშშ-ის ისტორიაში, ერთ დღეში შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა. „ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერის ისტორიული ნაკადი აჩვენებს სწორედ იმ ენერგიასა და ენთუზიაზმს, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში“,- განაცხადა მუნოსმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)