06:40 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 18:47:28, 403 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია და მმართველი პარტია გეგმავს აქტიურ და საინტერესო კამპანიას. ჩაკვეტაძის განცხადებით, ისინი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და თითოეულ მოქალაქემდე სათქმელის მიტანას აპირებენ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეცდები, ამ კამპანიაში მაქსიმალური ენერგია და შემართება შევიტანოთ! ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია.

როგორც წინა არჩევნებზე, ჩვენი ახალგაზრდული კამპანია იქნება ძალიან აქტიური, საინტერესო და მასში ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ ახალგაზრდას ექნება. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო სიახლესაც. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth-ის წევრებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ და ვეცდებით, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ახალგაზრდები, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი