|
2024-07-19 11:48:40, 572 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 847.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 6.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.2 პროცენტით). "საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივნისში, 4 624.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია. 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (453.4 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (354.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (340.1 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 285.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (857.5 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (771.3 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 529.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 197.6 მლნ აშშ დოლარი) და 2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ აშშ დოლარით (5.0 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)