17:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 11:49:52, 437 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს

ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვულის თქმით, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი გახდება და დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, გადაწყვეტილებებს სხვებთან ერთად მიიღებს.

"ერთიანობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას.

ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით.

მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ",- აცხადებს ცისკარიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics