|
2024-07-17 13:19:55, 492 ნახვა
ეკონომიკა
მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად - „სელფის“ როუმინგის შეთავაზება გრძელდება
"სელფი მობაილმა", ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სურპრიზი შესთავაზა. გერმანიაში, ყველა ქალაქში რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო "სელფის" ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. "სელფიმ" მომხმარებელს ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში Google Maps-ის გამოყენებისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება. ამ დროისთვის, "სელფის" როუმინგით სარგებლობის მაჩვენებელი სამჯერ აჭარბებს შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული, როუმინგის მომხმარებელთა რიცხვის 13-ჯერ ზრდა, ივლისშიც შენარჩუნებულია. "სელფის", მსოფლიოს მასშტაბით, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული წამყვან მობილურ ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საუკეთესო როუმინგ მომსახურებას. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორი პაკეტი: ევროპასი (ევროპა + თურქეთი + Google Maps), ან კონტინენტალპასი (მსოფლიო + Google Maps) Euro Pass • 1GB + Google maps - ფასი: 10 ₾ • 3GB + Google maps - ფასი 25 ₾ • 5GB + Google maps - ფასი: 35 ₾ • 10GB + Google maps - ფასი: 65 ₾ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ "სელფის" ვებგვერდს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)