|
2024-07-16 17:15:34, 476 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს
"გალტ & თაგარტი", ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო - კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ. ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, "გალტ & თაგარტის" გაყიდვების ჯგუფის უფროსი და გიორგი ცქიტიშვილი, "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარი. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების შესახებ შეკითხვები დასვან, ამასთან, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნონ. „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს, ანალიტიკოსებს, ფინანსისტებს თუ სხვა პირებს საფონდო ბირჟისა და საინვესტიციო მიმართულებით 2024 წლის პირველი ნახევრის სიღრმისეული მიმოხილვა გავაცნოთ, გავუზიაროთ მათ სასარგებლო მიგნებები, პროგნოზები და კაპიტალის ბაზრის დინამიკურ გარემოში მათთვის გზამკლვევის როლი შევასრულოთ. "გალტ & თაგარტი" უკვე 20-წელზე მეტია, მომხმარებლებს საინვესტიციო კვლევების, ფინანსური კონსულტაციებისა და აქტივების მართვის კუთხით დახმარებას უწევს და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მომავალშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობენ "გალტ & თაგარტში". ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ Galt & Taggart-ის ვებგვერდს.-ის ვებგვერდს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)