|
2024-07-15 14:09:59, 564 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
მიმდინარე წლის 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან განხორციელდა 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა. „მოცვი ძირითადად ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას; სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარის თანადაფინანსებით 2,836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული. მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე აღემატება 5.6 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)