|
2024-07-14 21:16:30, 511 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის ხელისუფლება: ჰამასი პასუხისმგებელია ღაზასში ომზე
პალესტინის ხელისუფლებამ ღაზას სექტორში ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებელი ჰამასის ჯგუფი დაასახელა, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის გამოცხადებული. „ჰამასი ეკისრება სამართლებრივი, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობა ღაზას სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული განადგურების ომის გაგრძელებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჰამასს, პრიორიტეტი მიანიჭოს უმაღლეს ეროვნულ ინტერესებს და არ მიაწოდოს საოკუპაციო ხელისუფლებას დამატებითი მიზეზები ხოცვა-ჟლეტის გასაგრძელებლად“, - ნათქვამია მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციის განცხადებაში. მაჰმუდ აბასმა განცხადება მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისის რაიონში. ისრაელის მხარე იტყობინება, რომ თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი, რომელიც ითვლება გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად. ისრაელში დეიფი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძებნილ ჯიჰადისტად 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან. ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები მოხვდა ლტოლვილთა კარვების ბანაკში. ამბობენ, რომ ასამდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ამ მონაცემების ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ისრაელის არმიამ უარყო ინფორმაცია ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შესახებ. მანამდე მედიამ, ჰამასის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პალესტინის ჯგუფი გამოვიდა ისრაელთან მოლაპარაკებებიდან ზავის და 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ჯიჰადისტების მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზი იყო პალესტინის მოსახლეობის „მასობრივი მკვლელობა“ და მუჰამედ დეიფის შესაძლო მკვლელობა. მოგვიანებით ჰამასმა უარყო ინფორმაცია მოლაპარაკებებიდან გასვლის შესახებ და დაადანაშაულა ისრაელი კონფლიქტის ესკალაციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გზის გადაკეტვის მიზნით. ისრაელს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ჰამასის ბოლო შეტყობინებებზე.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)