|
2024-07-11 12:05:44, 519 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი კომუნიკედან ამოღებულია
ივანიშვილის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ამოღებულია, ასევე გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი - ერთადერთი გამოსავალი კი, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის, ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი "სწორ არჩევანს გააკეთებს და ივანიშვილის 12-წლიან მმართველობას დაასრულებს". “დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში აქ შექმნილი სიტუაციის გამო. აშშ ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე დღეს, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს “მეგობარ აქტს”, რომელიც როგორც იცით, ერთის მხრივ, სთავაზობს საქართველოს ისეთ სიკეთეებს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, დამატებითი დახმარება თავდაცვის მიმართულებით, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ასევე განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს ივანიშვილის გარემოცვაზე. აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდა გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის კონგრესში, ხოლო დღეს იგეგმება ამ აქტზე კენჭისყრა. ასევე, დღეს ვაშინგტონში არის ნატოს სამიტი, რომელიც გრძელდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ვაშინგტონის სამიტი, რომლის მოსამზადებელ საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი სოფიაში, სადაც სამწუხაროდ, რეალურად აღარ არის საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე. ყოველთვის, ყველა კომუნიკეში, საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც იღებს ნატოს სამიტი, ტრადიციულად იყო საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ დღეს ივანიშვილი იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო, რომელიც მიზნად ისახავს არა საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიც არამედ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, დღეს ვხედავთ, რომ ამოღებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. ასევე ვიცით, რომ გაყინულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ღიად ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ. ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში; ერთიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი; ერთიანობით დავიბრუნოთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის შანსი. ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ერთიანობაზე, არა დანაწევრებაზე, საერთაშორისო ინტეგრაციაზე, არა იზოლაციაზე, კეთილდღეობაზე და არა სიდუხჭირეზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას",- ამბობს ბოკუჩავა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)