|
2024-07-10 18:20:29, 643 ნახვა
პოლიტიკა
თომას ჰაკერი - ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ - ის ჯერ კიდევ ღიაა
ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა, - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თომას ჰაკერი აღნიშნავს, საქართველომ თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ. საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან იმ მომენტში აღმოჩნდა შეუძლებელი იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა ის კანონი, რომელიც ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაიტანეს. ერთი წლის წინ, როდესაც მოხდა ამ კანონის უკან გატანა, მკაფიოდ გაიცა დაპირება და ითქვა, რომ ამ კანონს არასოდეს დააბრუნებდნენ. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფაქტორი ევროკომისიისთვის იყო ზუსტად ამ კანონის გაწვევა. ადრე „აგენტების კანონი“ ერქვა, ახლა ჰქვია „გამჭვირვალობის კანონი“. ძალიან სწრაფად, დაჩქარებულად მოხდა მისი მიღება პარლამენტში და მას უკვე მოჰყვა სხვა კანონებიც“, - განაცხადა ჰაკერმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)