05:06 - 07 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 12:42:52, 238 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში, გამოფენაში Seoul International Wine and Spirits Expo 2024 მონაწილებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და  ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Seoul International Wine and Spirits Expo 2024 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები შეხვედრებს კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

"გამოფენა Seoul International Wine & Spirits Expo ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს,  სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე გაიმართა.

 ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტისა და კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო
ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
ჩიქოვანი - ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics