|
2024-07-02 14:19:07, 550 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს - სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, ვისაც არ აქვთ და მეორე ეს არის ფინანსური
სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე - კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას. ცისკარიშვილის თქმით, "იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს რუსული მარწუხებისგან, 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება გასაკეთებელი". "სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე - კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და სხვა "ოცნების" მაღალჩინოსნების, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები - ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, "ქართული ოცნებისგან" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან",- ამბობს ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე მივიღეთ ზომები - ამ მიმართულებით უფრო მეტს ნახავთ".
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)