|
2024-07-01 11:19:18, 452 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი განიცდის არასათანადო მოპყრობას და მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას. "ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე, საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ის განიცდის არასათანადო მოპყრობას და მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება "გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის დემოკრატიულ ქვეყანაში. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა, ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება შეიცვალოს ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით და მოვუწოდებ ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)