|
2024-06-29 14:58:21, 420 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა,
„ბიძინა ივანიშვილი რომ ნაკრებს ფულად ჯილდოს გადასცემს, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, სპორტსმენების დაფასება, მათ შორის ფინანსური ჯილდოს სახით, ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერმა ამისთვის ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით, რაც მისასალმებელია. როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?! ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა ჩვენმა მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. გახსოვთ, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან როცა დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა სტატუსებს წერდნენ. თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. „რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, ფეხბურთელისთვის, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! - ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკურად გამოყენება მოხდა. ჯილდოს გარშემო მსგავსი საუბრები, არის ბრიყვობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)