|
2024-06-28 11:02:08, 721 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 28 წლის მამაკაცი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა, ბრალდებული სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გაიცნო. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. სქრინების გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა. აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ. დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის წარმომადგენელს, დანაშაულით მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვისგან აღდგენის მიზნით, ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლა შესთავაზა. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)