|
2024-06-27 09:40:25, 456 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - გილოცავთ - დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტსა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. "გილოცავთ! დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიულ მატჩში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძე გახდა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)