|
2024-06-21 20:44:56, 442 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „გერმანია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განვითარებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ახლა უკვე, ბოლო წლებში, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ სწორედ ბერლინში, დღეს, საქართველოს საელჩოს ორგანიზების და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ გერმანელ მეგობრებს, ქართულ დიასპორას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და გვახარებს ის ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)