|
2024-06-21 16:42:05, 448 ნახვა
საზოგადოება
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატები ცნობილია
21 ივნისი, 2024-"საქართველოს ბანკი" ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას 100%-ით უფინანსებს. წლევანდელი Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკმა სამი გამარჯვებული გამოავლინა:
"საქართველოს ბანკი" Fulbright-ის პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. პარტნიორობის ფარგლებში ბანკის 100%-იანი დაფინანსებით უკვე 12-მა ახალგაზრდამ მიიღო აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე განათლება. წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი ახალგაზრდა შეემატება. „საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი მიზნების მისაღწევად კი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს Fulbright-ის პროგრამა იკავებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში 12-მა ახალგაზრდამ მიიღო ბანკისგან დაფინანსება, წელს კი მათ რიცხვს 3 სტიპენდიატი შეემატა. გვინდა მივულოცოთ მათ ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ კარიერული და პროფესიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ. ინფორმაციისთვის: Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად, მიმდინარეობს „ფულბრაიტის“ 2025-2026 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი. საბუთების მიღება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)