|
2024-06-21 13:54:49, 373 ნახვა
საზოგადოება
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები უკვე ცნობილია. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მარტის თვიდან მიმდინარეობს და მასში 92 გუნდმა და 392 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების, მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზება. წელს, საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, კონკურსში მონაწილე 92-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, შემდეგ მიმართულებებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.) და რობოტექნიკა. კონკურსანტების პროექტები შეაფასა დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ და შეარჩია 29 ნახევარფინალისტი გუნდი. 13-14 ივნისს გაიმართა ჟიურის შეხვედრა ნახევარფინალისტებთან და პროექტების წარდგენა, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი ფინალისტი გუნდები:
ნახევარფინალისტები ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი პროექტების პროტოტიპების შექმნასა და დახვეწაზე. შემოდგომაზე კი ფინალურ ეტაპზე წარდგებიან, სადაც ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და სასწავლო პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში, ხოლო ფინალისტი გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და "ლიბერთი".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)