|
2024-06-18 11:02:39, 443 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკთან თანამშრომლობით CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით. CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით. გამარჯვებული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას ბაზისბანკის და CSRDG-ის კონსულტანტებისგან. დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 20 ივნისს, 15:00 საათზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი. საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია CSRDG -ის ვებ-გვერდზე CSRDG, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკისა და CSRDG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ კომპონენტს შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს. 2023 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)